ფინანსები
15/12/2020

PwC საქართველოს ახალი დირექტორი ჰყავს

„ფრაისუოთერჰაუსკუპერს“ საქართველოს ოფისმა ახალი დირექტორი წარადგინა. ლევან კანკავა 2021 წლის 1 იანვრიდან   აუდიტის ახალი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. 

ლევან კანკავა  წლებია აქტიურად არის ჩართული და ხელმძღვანელობს აუდიტორულ პროექტებს. იგი არის სერთიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის დიპლომირებული წევრი (FCCA), პროფესიულ დონეზე ფლობს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების (IFRS) და, ასევე ადგილობრივი სააღრიცხვო სტანდარტებს.

 „მოხარული ვარ, რომ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. PwC უკვე 11 წელია ჩემი ცხოვრების ნაწილია და მისი ზრდისა და წარმატებების მომსწრე ვარ. ამის პარალელურად თავადაც განვვითარდი პროფესიონალურად. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების, რომელთა მხარდაჭერასაც მუდამ ვგრძნობდი და დარწმუნებული ვარ, წარმატებები წინ გვაქვს.“- აცხადებს ლევან კანკავა. 

„ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილია ისეთი ნიჭიერი და სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე თანაშმრომლების წინსვლის ხელშეწყობა, როგორიც ლევანია, მათი დაფასება და ამგვარად ახალი ღირებულებების შექმნა ფირმისა და კლიენტებისათვის. მსგავსი დაწინაურებები სწორად განხორციელებული ინვესტიციების გამოძახილია და ასევე წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას და მიზანს განვავითაროთ PwC-ის საქმიანობა საქართველოსა და რეგიონში“- განმარატვს  PwC-ის მმართველი პარტნიორი  ლაშა ჯანელიძე. 

PwC-ის ოფისი საქართველოში 15 წელიწადს ითვლის. ძირითადი მიმართულებების - აუდიტი და საგადასახადო მომსახურებების გარდა, PwC სქართველომ კლიენტთა მოთხოვნებს უპასუხა და გააფართოვა მომსახურებების სფერო იურიდიული კონსულტაციების, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებისა და PwC ტრენინგების აკადემიის მიმართულებებით. მომსახურების ხარისხის გარდა, PwC უწყვეტად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. ფირმის წარმატებული არსებობა რეგიონში განაპირობა მისმა ხედვამ და რეგიონისადმი ერთგულებამ. PwC საქართველო განაგრძობს ბიზნეს საქმიანობას და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესებში.