პროცესში ჩართულია მშობელი ბანკი - Iş Bank-ი "აპრასთან" კავშირს უარყოფს
Is Bank-ის ფინანსური დირექტორის, უჩა სარალიძის ინფორმაციით, თურქულმა ბანკმა საპროცესინგო მომსახურებაზე მასალები ეროვნულ ბანკს მიაწოდა, რომელიც ყოველგვარ კავშირს "აპრასთან" გამორიცხავს.
მისი თქმით, პროცესში ჩართულია მშობელი ბანკიც.
"იშ ბანკს" მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს, თურქეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - აცხადებს უჩა სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეროვნულმა ბანკმა თურქული ბანკების მიერ "აპრას" World - ბარათების მომსახურების დაწყებაზე გაავრცელა ინფორმაცია.
ე. წ აფხაზეთის ეროვნული ბანკი წერს, რომ „ეროვნულმა“ საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს ბარათების თურქეთთან სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.
"პროცესის ავტორიზაცია, კლირინგი და ოპერაციები წარმატებით დასრულდა, რომელიც თურქეთის უმსხვილესი ბანკების Iş Bank-ის და Ziraat Bank-ის ქსელის ტერმინალებში განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.