ფინანსები
29/05/2023

პროკრედიტმა სავალუტო ანაბრის განაკვეთი დაწია

პროკრედიტ ბანკმა შემნახველი ანაბრის სარგებელი შეამცირა, 0.9%-მდე, აშშ დოლარში. ევროsa და ლარში კი შესაბამისად კვლავ 0.5% და 8%-ით განისაზღვრება.

მოთხოვნამდე ტიპის ანაბრისგან განსახვავებით, ვადიანი სავალუტო დეპოზიტის განაკვეთი არ შეცვლილა. აშშ დოლარსა და ევროში 2.15% და 1.65%-ით განისაზღვრება (1-წლიანის, ვადის ბოლოს გატანით). ლარში წლიური სარგებელი 11.6%-ია.

გერმანული საბანკო ჯგუფის ბანკის წილი დეპოზიტების მიხედვით 2.05%-ია, მათ შორის საცალო ანაბრებით 1.75%. 

  01.05.23 2022 000 ₾
აქტივები  1,569,869 1,726,761
სესხები 1,097,743 1,150,714
დეპოზიტები  881,155 972,581
მოგება(ზარალი) 15,500 40,057
ROE 16,7% 17%
ROA 2.82%   3%

წყარო: კომერციული ბანკი