ფინანსები
17/01/2023

პროკრედიტმა ანაბრის სარგებელი გაზარდა

პროკრედიტ ბანკმა ვადიანი ანაბრის სარგებელი გაზარდა და ლარის ანაბარზე 13 000-იან ზღვარი  დაწია. 

ასე, რომ დეპოზიტის ადგილობრივ ვალუტაში განთავსება, 5 000 ერთეულიდან არის შესაძლებელი, ისევე როგორც დოლარსა და ევროში. წლიური სარგებელი (ვადის ბოლოს გატანისას) ლარში 11.6%, აშშ დოლარსა და ევროში 1.4% და 1.25%-ია.

გერმანული უმსხვილესი საბანკო ჯგუფის შვილობილი ბაზარზე ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების  მიხედვით, 2.2%-იანი წილით არის წარმოდგენილი. საკრედიტო პორტფელით მე-6 პოზიციაზეა 2,6% წილით (იპოთეკა ₾ 90 000 -დან სამომხმარებლი /საინვესტიციო/ სესხი 3 000 ლარიდან გაიცემა)

 

2022

2021

აქტივები

1,726,760,909

1,851,836,000

სესხები

1,150,714,387

1,354,159,000

დეპოზიტები

972,580,708

1,016,794,000

მოგება (ზარალი)

48,029,625

62,432,000

წყარო: კომერციული ბანკი

გერმანული კაპიტალის ბანკი საქართველოში Fitch Ratings-ის ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს ინარჩუნებს  “BB+” , რაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე 1 ბიჯით მაღალია.  (ბოლო დადასტურება 08/2021)

 

Businesspartner