
პროკრედიტ ბანკში სავალუტო იპოთეკური სესხი 6%-დან გაიცემა
"პროკრედიტ ბანკში"იპოთეკის განაკვეთი მთლიანი სასესხო ვადის პერიოდში ნარჩუნდება.
სესხის ვადის საწყის, 2-3 წლამდე პერიოდში შესაძლებელია ფიქსირებული განაკვეთით სარგებლობა, რომელიც ლარში 12%-დან, აშშ დოლარში 6.5%-დან და ევროში 6%-დან განისაზღვრება.
ცვლადგანაკვეთიან ვადაში კი ლარში 14.2% -ის ფარგლებშია. აშშ დოლარში 10.9%-ით განისაზღვრება. ევროთი დენომინირებული სესხის წლიური განაკვეთი კი საშუალოდ 9.8%-ია.
ლარის იპოთეკა რეფინანსირების განაკვეთს (10.5+3.7%) ან TIBR-ს (ბანკთაშორის განაკვეთი) ებმება. აშშ დოლარის სესხი 6-თვიან termsofr-ს (cme ინდექსი /ჩიკაგო/ 4,8867+ 6% ), ევროს იპოთეკა კი euribor-ის ინდექსს (3,972+5.8%)
ლარის იპოთეკა 90 000 ლარიდან, 20 წლამდე პერიოდით გაიცემა, სავალუტო კი ₾200 000 -დან, 10 წლამდე ვადით.
ბანკი, გერმანული კაპიტალით და ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგით (BB+), მსხვილპორტფელიან ბანკებში, 2.4%-იანი წილით, №6-ა.
პროკრედიტ ბანკი | H1/23 |
სესხები | 1,13 |
სა% შემოსავალი | 0,06 |
მ.შ. სესხებიდან | 0,05 |
არა% შემოსავალი | 0,008 |
მ.შ.ვალუტით ვაჭრობიდან | 0.006 |
მლრდ |
წყარო: კომერციული ბანკი