 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                "პროკრედიტ ბანკის" იანვარ-მაისის მოგება ₾18 მლნ-ს აღემატება
პროკრედიტ ბანკის იანვარ-მაისის მოგება 18 მლნ ლარს აღემატება, მაისში 5 მლნ-ით გაზრდილია. გერმანული უმსხვილესი საბანკო ჯგუფის შვილობილი ბაზარზე აქტივების მიხედვით მე-6 პოზიციაზეა.
მაისში საკრედიტო პორტფელი გაზრდილია, თუმცა კურსის ცვლილების ეფექტით ლარში 1.269 მილიარდს შეადგენს.
პროკრედიტ ბანკში სესხები 3 000 ლარიდან გაიცემა. ვადიანი დეპოზიტები ლარში ₾13 000 -დან თავსდება, აშშ დოლარსა და ევროში 5 000 ერთეულიდან.
| 
 | 01.06.2022 ₾ | 2021 ₾ | 
| აქტივები | 1,780,471,456 | 1,851,836,000 | 
| სესხები | 1,269,108,448 | 1,354,159,000 | 
| დეპოზიტები | 977,141, 784 | 1,016,794,000 | 
| მოგება (ზარალი) | 18,127,044 | 62,432,000 | 
წყარო: ბანკი
ბანკი საქართველოში კვლავ ინარჩუნებს Fitch Ratings-ის ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს ქვეყანაში.
10 ივნისს, Fitch Ratings-ის გამოქვეყნებული დოკუმენტით რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, პროკრედიტ ბანკი საქართველოს შეფასება უცვლელია: რეიტინგი “BB+”, პერსპექტივა - სტაბილური, რაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე 1 ბიჯით მაღალია. შეფასება განპირობებულია ბანკის მდგრადობითა და შესაძლებლობით, გაუმკლავდეს გამოწვევებს.
პროკრედიტ ბანკი სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-თან 2004 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტომ ბანკის რეიტინგი ხუთი პუნქტით - “CCC+”დან „BB+”მდე გააუმჯობესა.

 
                         
                            