ფინანსები
30/05/2023

"პროკრედიტ ბანკი" USD სესხის ინდექსირების ცვლილებაზე აცხადებს

"პროკრედიტ ბანკი" აშშ დოლარის სესხის ინდექსირების ცვლილებაზე აცხადებს. ლიბორის ნაცვლად (რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული რამდენიმე მსხვილი ბანკის გარიგებებით დგებოდა) დოლარის სესხი მიებმება Termsofr-ს, აშშ-ს ბირჟის საშუალო ინდექსს, რომელიც, ბანკის ინფორმაციით, რეალურ გარიგებებს ეფუძნება და ბაზართან უფრო მიახლოებულია (30 ივნისიდან ამერიკულ ინდექსზე მთელი სექტორი გადადის).

ამ დროისთვის "პროკრედიტ ბანკი" ფიქსირებული განაკვეთით მხოლოდ ოვერდრაფტს და დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხს გასცემს. დანარჩენი ცვლადგანაკვეთიანი ან კომბინირებულია. 

ბანკი, გერმანული კაპიტალით, 1 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელით, 2.45%-იანი წილით, რეიტინგში მე-6 ადგილზე პოზიციონირებს.

ადგილობრივ ვალუტაში სესხის ცვლადი TIBR-ია (ბანკთაშორის განაკვეთი) ან რეფინანსირების განაკვეთი. შესაბამისად TIBR-ზე მიბმული სესხის დასაფარი ულუფა ყოველთვიურ ცვლილებას ექვემდებარება, თუმცა ცვლილება უმნშვნელოა და მომხმარებელს წინასწარ ეტყობინება.

რეფინანსირებაზე მიბმულის განაკვეთი კი როგორც იცით, სტანდარტულად, მპკ-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, მყისიერად კორექტირდება.

პროკრედიტ ბანკი  01.05.23 1.05.22
აქტივები 1,569,9 1,787,0
სესხები 1,097,7 1,319,8
დეპოზიტები  881,2 976,4
მ.შ. საცალო 401,8 465,6
გადახდილი %% 7,3 6,9
წმინდა მოგება 15.5 13,4
  000 ₾ 000 ₾

წყარო: კომერციული ბანკი (GAAP-ით)

Businesspartner