ფინანსები
17/03/2022
პროკრედიტ ბანკი: რუსეთში დაფუძნებულ კომპანიებს ანგარიშებს არ ვუხსნით
პროკრედიტ ბანკი რუსეთში დაფუძნებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომელთაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ანგარიშებს არ უხსნის.
ამის შესახებ ბანკის ოფიციალურ განცხადებაში წერია.
"ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, გაზრდილია დაინტერესება რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთში დაფუძნებული კომპანიებისთვის ანგარიშების გახსნის თაობაზე. ჩვენი კლიენტების და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ:
პროკრედიტ ბანკი არ უხსნის ანგარიშებს კომპანიებს, დაფუძნებულს რუსეთის ფედერაციაში, ან იურიდიულ პირებს რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან რუსეთის მოქალაქეები.
პროკრედიტ ბანკი არ უხსნის ანგარიშებს ფიზიკურ პირებს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობით.
პროკრედიტ ბანკი - გერმანული საბანკო ჯგუფი ევროპული ფასეულობებით თანადგომას უცხადებს უკრაინას!",- ნათქვამია განცხადებაში.