პროკრედიტ ბანკი ბაზარზე პოზიციებს იმყარებს
პროკრედიტ ბანკმა 2021 წელი 62 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და 13 მომგებიან ბანკში 3%-იანი წილით, მესამეა.
გერმანული უმსხვილესი საბანკო ჯგუფის შვილობილი ბაზარზე მაღალი ლიკვიდობით არის წარმოდგენილი. კაპიტალსა და აქტივებზე უკუგების კოეფიციენტებით (ROE -27.34%, ROA- 3.37%) მსხვილააქტივებიანი ბანკების ხუთეულში №3-ა.
ბანკმა, წლის ბოლოს მმართველობითი გუნდი ქალი მენეჯერებით გააძლიერა. საბჭოში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია შევიდნენ, რომლის შემადგენლობაში არიან: საბჭოს თავჯდომარე - მარსელ ცაიტინგერი და წევრები - რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა.
პროკრედიტ ბანკი
01.01.2021 |
H1/2021 |
|
აქტივები |
1,851,836 |
1,778,575,895 |
სესხები |
1,354,159 |
1,378,813,125 |
დეპოზიტები |
1,016,794 |
950,408,804 |
მოგება |
62,432 |
19,351,459 |
წყარო: კომერციული ბანკი (000 ₾)