პროკრედიტ ბანკი ₾5.2 მლნ-იანი მოგებით მეოთხე ადგილზეა
პროკრედიტ ბანკმა იანვარ-თებერვალი 5.2 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და 12 მომგებიან ბანკში 2%-მდე წილით, მე-4-ა.
გერმანული უმსხვილესი საბანკო ჯგუფის შვილობილი ბაზარზე მაღალი ლიკვიდობით არის წარმოდგენილი. კაპიტალზე (ROE – 12.4%) და აქტივებზე (ROA -1.71%) უკუგების კოეფიციენტებით, მსხვილაქტივებიან ბანკების ხუთეულშია (2021 – 27.3%; 3.37%).
ბანკი კორპორაციული მართვის კოდექსის ვალდებულებების შესრულებით ბაზრის ლიდერია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობა 50%-ს აღწევს, სებ-ის რეკომენდებული 20%-ის ნაცვლად.
ბანკის საბჭოს წარმოადგენენ: ნინო დადუნაშვილი, თეონა მაკალათია, მარსელ ცაიტინგერი, რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი.
01.03.2022 (₾ |
2021 (₾ |
|
აქტივები |
1,834,974,000 |
1,851,836,000 |
სესხები |
1,359,981,000 |
1,354,159,000 |
დეპოზიტები |
1,007,093,000 |
1,016,794,000 |
მოგება |
5,224,000 |
62,432,000 |
წყარო: კომერციული ბანკი