ფინანსები
24/07/2020

პროგრამა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

 

Businesspartner