ფინანსები
14/03/2022

Procredit Bank-ის დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა

„პროკრედიტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა.

გერმანული კაპიტალის ბანკში დირექტორების რაოდენობა 4-მდე იზრდება. დირექტორად ინიშნება მარიტა შეშაბერიძე. 

ამ დანიშვნით დირექტორატში 4 პირი იქნება: გენერალური დირექტორი ალექსი მატუა, დირექტორი - ზეინაბ ლომაშვილი, დირექტორი - გრიგოლი სალიაშვილი და დირექტორი მარიტა შეშაბერიძე. 

პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია „პროკრედიტ ჰოლდინგი“.