ფინანსები
05/04/2023

პრობლემური სესხებით HoReCa სექტორი ლიდერობს

ბანკების სავალუტო სესხებში ყველაზე მეტი მოცულობის გაფუჭებულო კრედიტი სასტუმრო-სარესტორნე ბიზნესის პორტფელშია.

სებ-ის სტატისტიკით, 01.03.2023-ის მდგომაროებით, კაფე-რესტორნებისთვის ბანკების მიერ გაცემულ 160 მლნ ლარის (ექვივალენტი აშშ დოლარში) ქეისში 19 მლნ ლარის  (12%-მდე) პრობლემური სესხებია და 9.4% -ია (67.3 მლნ ლარის) სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის სავალუტო პორტფელში, რომელიც 01.03.2023-ისთვის 716 მლნ ლარს შეადგენს.

მთლიანად, HoReCa სექტორის დასაფინანსებლად, პირველი მარტისთვის, სულ, 1.5 მლრდ ლარის საბანკო სესხებია გაცემული, რომლის 75% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

ბანკების სავალუტო პორტფელი დარგობრივ ჭრილში (ლარში)

მშენებლობა

3 023 785 000

მრეწველობა

2 333 295 000

ვაჭრობა

2 199 124 000

HoReCa

1 138 425 000

წყარო: სებ-ი

პერიოდი : 01.03.2023

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023