პრობლემური სესხების წილი მცირდება
სავალუტო (აშშ დოლარი, ევრო) სამომხმარებლო სესხებში პრობლემური (უმოქმედო) სესხების (60 მლნ) წილი 9%-მდეა შემცირებული.
მათ შორის აშშ დოლარში პანდემიამდელი (1.11.19) კოეფიციენტი (9%) 2020-ის გაზაფხულიდან იმატებდა, 2020-ის ნოემბერს 18%-იან პიკურ ნიშნულამდე. 2021 დეკემბრისთვის კი ძველ ნიშნულს დაუახლოვდა.
სებ-ის ინფორმაციით, ლარის სამომხმარებლო სესხებში იმოქმედო კრედიტების წილი 5%-მდეა შემცირებული. მთლიან სამომხარებლო პორტფელში კი გაფუჭებული სესხების წილი 5 -6%-ის ფარგლებშია
|
სულ |
აშშ დოლარი |
ევრო |
01.12.2021 |
6% |
9% |
5% |
01.01.2021 |
9% |
17% |
9% |
როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება.
ამ დროისთვის სამომხმარებლო სესხების პორტფელი 6 მლრდ ლარს აღემატება. ნოემბერში 5% ზრდა აღინიშნა. წლიურად კი სამომხმარებლო დაკრედიტება 32%-ით გაზრდილია (01.12.2020 – 4.6 მლრდ).
პორტფელის დოლარიზაცია შემცირებულია 11.2%-მდე. 2021 წლის დასაწყისში 14.2%-ს შეადგენდა.
საბანკო სექტორის მთლიანი დაბანდება 41.4 მლრდ ლარია და აქედან 6.07 მლრდ სამომხარებლო სესხებია.