ფინანსები
27/07/2023

პრობლემური სესხები ისტორიულ მინიმუმზეა

სებ-ის სტატისტიკით, ბანკების სააქციო კაპიტალთან/ წმინდა უმოქმედო სესხების წილი, H1/2023-ისთვის 4.2%-მდეა შემცირებული.

მთლიან პორტფელთან 3.6%-ია(GAAP-ით). IFRS-ით (ანგარიშგების საერთაშორისო მეთოდოლოგიით), კი 1,7%-ის ფარგლებშია.

კლება მსესხებელთა ბაზის ოპტიმიზაციის შედეგია. ვალაუვალი კლიენტების კატეგორია რეგულაციებმა განდევნა.

სესხის პირობები ეტაპობრივად მკაცრდება, 2018 წლიდან შემოღებული ჩარჩოს ფაარგლებში, რომელსაც პაუხისმგებლიანი დაკრედიტება ჰქვია. ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა კი დეფინიცირდება სექტორისთვის სებ-ის ხელშეწყობად, რომ საბანკო სისტემამ სამომავლოდ შესაძლო შოკებს გაუძლოს. და ამასთან ეკონომიკასაც სწრაფად აღდგენაში დაეხმაროს.

ჩარჩომ მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა როგორც ბანკს, დაკრედიტებისას, ასევე მსესხებელს, სესხის აღებისას.

მომხმარებელმა პრობლემის მოკლევადიან გადაჭრისას, უნდა იფიქროს, აღნიშნულმა ნაბიჯმა გრძელვადიანი პრობლემა არ გაუჩინოს.

მსესხებელთა ნაწილი მიხვდა, რომ ზოგიერთ საჭიროებებზე უარი უნდა თქვას. მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია კი მომავალზე ვერ ფიქრობს, როცა მიმდინარე პრობლემები აქვს გადასაჭრელი, თუნდაც დროებით.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებზე სებ-ის რისკების დეპარტამენტის უფროსმა  ალექსანდრე ერგეშიძემ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში ისაუბრა. აღნიშნა პროპლემური სესხების კლების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც დასტურდება S&P-ის ნახევარწლიური ანგარიშითაც.

სარეიტინგო სააგენტო  პრობლემური სესხების 4%-იანი კოეფიციენტის შენარჩუნებას პროგნოზირებს.

სამომხმარებლო დაკრედიტებში უმოქმედო სესხები დინამიკა:

  H1/23 H1/22 H1/21 H1/20 H1/19 H1/18
GEL  4,9%      5,8%    6,0%     5,0%       6,1%     5,1%    
USD  2,6%      5,7%    12,3%   10,5%     8,5%     6,4%    
EUR  2,6%     4,0%     7,8%     3,2%       2,0%     3,2%    
Total  4,6%     5,7%     6,6%     5,6%       6,4%     5,3%    

წყარო: სებ-ი