
პრობლემური იპოთეკური სესხების უმეტესობა დოლარშია აღებული
ბანკების იპოთეკური სესხების პორტფელში ყველაზე მეტი გაპრობლემებული სესხი აშშ დოლარში რჩება, თუმცა 2021 წლის აპრილთან (01.05.2021) შედარებით გაფუჭებული სესხები წილი 10%-დან 4%-მდეა შემცირებული. მოცულობა კი 266 მლნ ლარიდან (9.6%), 108 მლნ ლარამდე (4%).
სებ-ის ინფორმაციით, Q1/2022 -ისთვის, 258 მლნ ლარის ვადაგადაცილებული იპოთეკებიდან, ლარის პორტფელში 94 მლნ-მდე (2.3%) მოდის (L/Y – 139 მლნ, 4%). ევროში კი 54.5 მლნ ლარის (2.9%) პრობლემური იპოთეკური სესხი რჩება (L/Y – 231 მლნ ლარის ექვივალენტი, 7.6%)
პრობლემური იპოთეკის წილი Q/Q ჭრილში
Q1/2020 |
Q1/2021 |
Q1/2022 |
|
₾არი |
1,5% |
4,3% |
2,3% |
USD |
5,3% |
10,5% |
4,0% |
EUR |
1,4% |
11,9% |
2,9% |
წყარო: სებ-ი
იპოთეკური დაკრედიტება წლიურ 8%-იან კლებას ჩვენებს. თიბისი კაპიტალი თბილისში უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების 9%-ით (Y.Y) შემცირებაზეც აცხადებს. იპოთეკური სესხების პორტფელი 9.3 მლრდ ლარია და 435 მლნ ლარის არარეზიდენტების იპოთეკებია, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცემული მთლიანი სესხების 50%-ზე მეტი.