"პრობლების არა წარსულში მოგვარება, არამედ მათი მომავალში თავიდან აცილებაა მნიშვნელოვანი"
TBC Bank Uzbekistan-ი ახალ, 2021 წელს ახალი ხელმძღვანელით შეხვდა. სპარტაკ თეთრაშვილი მოვალეობის შესრულებას ბანკში უკვე შეუდგა.
TBC-ის როგორც ბრენდის ფილოსოფია, როგორც თეთრაშვილი kapital.uz-თან ამბობს, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და თამამ გადაწყვეტილებებშია. მენეჯერებისა და თითოეული თანამშრომლის მუშაობის სტილსაც ეს განსაზღვრავს.
"თიბისი ბანკთან უკევ 7 წელია ვმუშაობ. მუშაობის სტილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ერთი გუნდის ვართ. ჩვენ ვმუშაობთ ოფიციალური და პოზიციების დაყოფის გარეშე. გუნდის თითოეულ წევრს შეუძლია ინიციატივით, კითხვით, წინადადებით მომართვა და ყოველთვის მზად ვარ მათი აზრი მოვისმინო, არ შევქმნა ბარიერი - ეს მნიშვნელოვანია“, - განმარტავს TBC UZ-ის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ლიდერი შესაძლოა ყოველთვის არ არის სწორი, გუნდურ მუშაობაში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ყველამ უნდა იცოდეს რისთვის მუშაობს. მისივე თქმით, რაიმე გაუგებრობის დროს კითხვების დასმა პრინციპულად მნიშვნელოვანია და სულაც არ არის სასირცხვილო.
„ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ ერთი მიზნისთვის - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება მოსახერხებელი, ხელმისაწვდომი და გასაგები სერვისების საშუალებით, ეს თიბისის ფილოსოფიაა,“ - ამბობს სპარტაკ თეთრაშვილი უზბეკურ მედიასთან.
TBC UZ-ის ახალი ხელმძღვანელისთვის დავალებების შესრულება არ არის წარმატების მაჩვენებელი. „თუ გააკეთე შენი საქმე იპოვე მეორე, ეს ჩემი პროდუქტიულობის დევიზია,“ - ამბობს თეთრაშვილი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის ყველა წევრი ამ დევიზს მისდევდეს, ამ გზით თითოეულ თანამშრომელს აქვს კომპანიის მიკუთვნებულობის და მონაწილეობის გრძნობა.
ნებისმიერ კომპანიაში არსებობს სიტუაცია, როდესაც რაღაც ისე არ მუშაობს, ან ვინმემ რისკი წინასწარ ვერ გათვალა. ასეთ შემთხვევებში ხშირად იწყება დაძაბული განხილვები, დამნაშავის ძებნა, თუმცა არა თიბისის გუნდში. თეთრაშვილი მიიჩნევს, რომ „პრობლების არა წარსულში მოგვარებაა საჭირო, არამედ მნიშვნელოვანია მათი მომავალში თავიდან აცილება“.
სპარტაკ თეთრაშვილი TBC Bank Uzbekistan-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე დეკემბრის ბოლოს დაინიშნა.
უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა TBC-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2020 წლის აპრილში გასცა და ბრენდმა თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება 2020 წლის ივნისში დაიწყო.