ფინანსები
01/08/2022

პრემიერი: საჯარო სექტორში 2026 წლამდე ხელფასი ჯამში 50%-ით გაიზრდება

საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის მიმდინარე წლის იანვრიდან შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზრდის ტენდენცია 2026 წლამდე გაგრძელდება. ჯამში, 3-4 წელიწადში საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება 50%-ით გაიზრდება. 

"დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე საჯარო სექტორში არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასი, რაც დიდი შეცდომა იყო. კერძო და საჯარო სექტორში არსებულ ანაზღაურებას თუ შევადარებთ, საჯარო სექტორის შემთხვევაში ჩამორჩენა ძალიან დიდია. ამას სჭირდება მოწესრიგება. იანვარში ყველა საჯარო მოხელისათვის 10%-ით გაიზარდა ხელფასი.  ყოველ წელს, 2026 წლამდე, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში გამოვა დაახლოებით 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022