
პრემიერი: ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია წელს დაგეგმილზე უფრო ნაკლები იქნება
ინფლაცია რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მთელი მსოფლიოსთვის. ინფლაციასთან საბრძოლველად რიგმა ძლიერმა ეკონომიკებმა, სერიოზული ზომები მიიღეს. ჩვენც ანალოგიურად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1.5% ინფლაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
„მაისში ჩვენ გვქონდა 1.5% ინფლაცია, ჩვენი მოლოდინი არის, რომ წელს დაგეგმილზე უფრო ნაკლები იქნება ინფლაცია. გასულ წელს მთავრობის ვალი პანდემიამდელ დონეზე ჩამოვიდა, ველით ვალის კლების ტენდენციის შენარჩუნებას. შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს, მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა მთავრობის ვალი. რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია“, - აღნიშნა პრემიერმა.