ფინანსები
09/03/2022

პოლიტიკის გამკაცრებას ბაზარი არ ელის, მაგრამ სებ-ი არ გამორიცხავს

ბანკების მხრიდან სებ-ის $50 მილიონიანი ინტერვენციის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ფინანსისტები ბაზრის მოლოდინებით ხსნიან. ევა ბოჭორიშვილის ანალიზით, ბაზარი ლარის გამყარებას ელის. აჟიოტაჟური კურსს რუსეთის სამხედრო აგრესიით შექმნილი ვითარება განაპირობებს. G&T-ის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოწვევებისას, არა მხოლოდ ლარი არამედ სხვა ქვეყნის ვალუტებიც უფასურდება, მათ შორის ევრო და  ფუნტი, და დოლარი მყარდება, რაც კლასიკუერი სქემაა.

სებ-ის გამოტანილი $50 მილიონიდან ბანკებმა მხოლოდ 39.57 მლნ დოლარი შეისყიდეს, სებ-ის შეთავაზებული კურსით - $1/₾ 3.3947. ოთხშაბათის ინტერვენციით, სებ-მა ბაზრიდან 135 მილიონამდე ლარი ამოიღო.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალეკო ძნელაძე აღნიშნავს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რაზეც ბაზრის ქცევაც მიანიშნებს. კურსი აჟიოტაჟურია. თითქოს შემოდინებული რუბლი ლარს აუფასურებს გავრცელებული ვერსია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, თუმცა ის ქვეყნის მთავარ სავაჭო პარტნორებში ვითარების სიმძიმეზეც აღნიშნავს. ნავთობის მოსალოდნელ გაძვირებაზე, გაზის შოკურ ფასზე,  არაპროგნოზირებადობაზე, თურქეთში მაღალ ინფლაციაზე, რაც საქართველოს ბაზარს გადმოეცემა. 

ამასთან აღნიშნა, რომ სიტუაცია რთულია თუმცა გამკლავებადი. სებ-ს სავალუტო ინტერვენციის გარდა სხვა ქმედითი ბერკეტებიც  გააჩნია, მას შორისაა სარეზერვო მოთხოვნა მოზიდულ სახსრებზე და დაბანდებაზე.

Businesspartner