
ფინანსები
21/06/2023
"პეისერას" ზარალი ეზრდება
"პეისერას" აქტივები შეუმცირდა, 6.5 მლნ ლარამდე (01.02.2023 - 7.2 მლნ ლარი). წმინდა მოგება კი ნახევარ მილიონამდე გაეზარდა (01.02.2023 - 0.075 მლნ).
ციფრული ბანკი III ეტაპისთვის ემზადება, როცა დაკრედიტების შესაძლებლობა მიეცემა, თუ სრულყოფილად შეასრულებს II ეტაპის სალიცენზიო მოთხოვნებს.
სებ-ის ინფორმაციით, "პეისერას" II ეტაპისთვის (6-თვიანი ეტაპი ამ წლის ბოლოს სრულდება) კლიენტისთვის მიმდინარე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა. სხვა, მოთხოვნამდე დეპოზიტის, ასევე ვადიანი ტიპის ანაბრებით, მ.შ. სადეპოზიტო სერტიფიკატებით ფულის მოზიდვა 01.01.2024 -მდე ეზღუდება.
რა შეუძლია და არ შეუძლია "პეისერას" 2023-ში
ნებადართულია | ეკრძალება | |
2 | მიმდ. დეპოზიტები | ოპერაციები სატესტო რეჟიმში |
3 | ნაღდი/უნაღდო ანაგრიშსწორება | სესხები |
4 | უპროცენტო საბანკო მომსახურება | ფაქტორინგული ოპერაციები |
5 | საშუამავლო მომსახურება | გარანტია/აქცეფტი/ აკრედიტივი |
6 | საგადახდო მომსახურება | კომერც.გარიგების დაფინანსება |
7 | ქონების ლიზინგით გაცემა | კრიპტოაქტივის გადაცვლა |
8 | ფას. ქაღ. შენახვა/აღრიცხვა | |
9 | სატრასტო ოპერაციები |
წყარო: ბანკი და სებ-ი