ფინანსები
05/03/2023

PayBox-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც გადახდის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს

ინვოისების ელექტრონული პორტალი

PayBox-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც გადახდის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს



PayBox - საქართველოში პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მომხმარებლებს ახალ ფინანსურ პლატფორმას სთავაზობს. ყველასთვის კარგად ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, უკვე 15 წელზე მეტია, მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებას აადვილებს და ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, ერთ სივრცეში სთავაზობს. კომუნალურ გადასახადებს, ანგარიშზე თანხის შეტანას, ბილეთების შეძენას, პარკირების გადასახადს, მობილური ბალანსის შევსებას თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროებას, ამჯერად ინვოისების ელექტრონული პორტალიც დაემატა



რა არის ინვოისების ელექტრონული პორტალი?

 

Invoice Box არის პლატფორმა, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესებს საშუალება ექნებათ დააგენერირონ ინვოისი და გაუგზავნონ მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით. PayBox - ის ტერმინალში ინვოისის უნიკალური კოდის მითითების შემდგომ კი, ერთი ღილაკის მეშვეობით, მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად გადაიხდის თანხას

 

მარტივი, ორგანიზებული, მოსახერხებელი და სწრაფი - ინვოისების ელექტრონული პლატფორმა, ქართული ბიზნეს გარემოს გამოწვევებს პასუხობს. ეს სერვისი არის გადახდების ახალი მიმართულება, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ბიზნესსა და ნაღდი ფულით გადამხდელს შორის. 



როგორ ხდება ახალი პლატფორმის გამოყენება

 

ახალი ფუნქციონალის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნესის რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა. ამ მარტივი და სწრაფი პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია ინვოისის დაგენერირება და უნიკალური კოდის მომხმარებლებისთვის გაგზავნა

 

თავის მხრივ, მომხმარებლებს შეეძლებათ მიღებული ინვოისის თანხის PayBox-ის ტერმინალიდან გადახდა, თანაც - ყოველ ფეხის ნაბიჯზე. 

 

ინოვაციურ ელექტრონულ პორტალში, კომპანია სრულად ნახავს ინფორმაციას ინვოისების შესახებ: იქნება ეს ინვოისის სტატუსი, ნომერი, შექმნის თარიღი, პროდუქტის აღწერა, თანხა, გადახდილი თანხა, თუ გადახდის თარიღი.

ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, Invoice Box-ში შესაძლებელია: ინვოისის დუბლირება, SMS-ის ხელახლა გაგზავნა, ინვოისის PDF ფორმატში ექსპორტი, დრაფტის რედაქტირება, ინვოისის გაუქმება, ინვოისის წაშლა, ინვოისის ნომრით ძებნა, ინვოისების სტატუსების მიხედვით ფილტრაცია და სხვა

 

უფრო კონკრეტული დეტალებისთვის გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას: https://www.facebook.com/PayBoxTerminals/videos/734681094729769/






Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023