ფინანსები
20/11/2020

პატარა ქვეყანა, დიდი შოკი - სსფ-ს ფორუმზე საქართველოს საფინანსო სისტემაზე იმსჯელეს

"საქართველო - პატარა ქვეყანა, დიდი შოკი - ფინანსური სისტემის ფუნქციონირება უპრეცედენტო შოკის პირობებში" - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ფორუმს უმასპინძლა და მომხსენებლებად სებ-ის წარმომადგენლები წარსდგნენ.

სებ-ის ხელმძღვანელობამ ისაუბრა პანდემიამდე გატარებულ  მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების ზრდა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვა, რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიღება, სტრეს ტესტების პრაქტიკა და დედოლარიზაციის ღონისძიებები.

"გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა. ვირუსის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, სებ-მა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მოიცავდა კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენებას, ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტების გაფართოებას, აქტივების შეფასებას და პოტენციური დანაკარგების დროულად აღიარებასა და სხვა საოპერაციო ზომებს. ეროვნული ბანკის სწორმა საზედამხედველო პოლიტიკამ საშუალება მისცა საფინანსო სექტორს შეუფერხებლად გაეგრძელებინა საქმიანობა და გაეგრძელებინა რეალური ეკონომიკის დაკრედიტება. აღსანიშნავია, რომ საფინანსო სისტემას კვლავ გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023