ფინანსები
17/11/2022

პაშა ისევ ზარალზეა

პაშა ბანკი აგრესიული მარკეტინგით ჯერ სასურველ შედეგზე ვერ გადის. ტოპ ქარდზე ინფორმაცია ძალიან ცოტა მომხმარებელს აქვს და ისიც ძალიან მწირი.

„რე|ბანკის მიზანია, გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში“, - პაშას ეს გაცხადებული მიზანიც ცოტა გადაჭარბებულია.

ახლებური კი არის მაგრამ არაა მარტივი. შეთავაზებები ბევრ მომხმარებელს აბნევს. რატომ ნაწილდება ბანკის პარტნიორებში  (>2 500 ) გადახდილი ნებისმიერი თანხა 3-ად, 300 ლარი, 30 ლარი და 3 ლარიც.  ცოტა რთული გასაგებია ხშირად ცვალებადი სააქციო შეთავაზებები.

მაგ: რომელიმე პარტნიორში, დაუშვათ აგროჰაბში 10%-იანი ქეშბექია. მომხმარებელმა შეიტყო, მოეწეონა, მაგრამ როცა უკვე ამ სიკეთეს გაითავისებს, არჩეულ სუპერმარკეტს მიეჩვევა. აქცია მაშინ სრულდება - როგორც  მიმდინარე ნოემბრის აქცია (Mastercard-ის ერთობლივი).  

30 ნოემბრის ჩათვლით,  Google Pay-თ და ტოპ|ქარდით ტრანაქციებიზე მყიდველი თანხის 10% უკან იბრუნებს (არაუმეტეს 50 ლარისა).

შეთავაზება მოქმედებს, სუპერმარკეტებში  (Carrefour,  ევროპროდუქტი, გუდვილი, აგროჰაბი)  • აფთიაქებში „და უფრო მეტში“ ( ჯიპისი, ავერსი, პსპ, ფარმადეპო)  და ბენზინგასამართებში (ვისოლი, სოკარი, გალფი).

მიდგომა მართლაც განსხვავებულია. აქციები დღესასწაულებს არ ემთხვევა. საერთაშორისო ტრენდსაც არ მიყვება - 4 -კვირეული შავი პარასკევს არ უკავშირდება.

11-21 ნოემბრის აქცია გიორგობამდე მთავრდება ლიტეციაში, ვულე-ვუში, ისი პარის,  ივ როშეს და ბოდი  შოფის ქსელში ≥ 100 ლარიანი შენაძენი ₾50 ქეშბექით საჩუქრდება. თუმცა მომხმარებელი შეთავაზებამ არ უნდა დააბნიოს. ქეშბექი მხოლოდ ერთ შენაძენზეა.

აზერბაიჯანული პაშა ბანკი, რაც  რე/ბანკი გაუშვა (საინვესტიციო ხარჯი გასწია), მას შემდეგ ზარალზეა. 2022 -ის 9 თვეც ბანკმა 3.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. კაპიტალზე უკუგება (ROE) - უარყოფითია, -5.54%, აქტივებზე ზარალიანობა -1%-ია.

 

Q3.2022 (₾

აქტივები

513,144,000

სესხები

352,176.000

დეპოზიტები

231,788,000

ზარალი

-3,566,000

წყარო: კომერციული ბანკი

Businesspartner