ფინანსები
02/06/2022

"პაშა ბანკს" ზარალი გაეზარდა

„პაშა ბანკი“ მომგებიანობის დადებით კოეფიციენტებზე ვერც აპრილში გადის. 1 მაისისთვის (01.05.2022) კაპიტალზე უკუგება (ROE) 10.22%-ს, აქტივებზე (ROA) - 1.71% შეადგენს. ზარალი 2.7 მლნ ლარს.

სესხებიდან ბანკს 10,1 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლები აქვს მიღებული (01.05.2021 – 7.5 მლნ). უმოქმედო სესხების პორტფელში 1 წელზე მეტ ვადაგადაცილებულის კრედიტების (7.6 მლნ) წილი 2.3%-ია. მთლიან 325 მლნ ლარის პორტფელში ძირითადად 277 მლნ ლარის (84%) უზრუნველყოფილი სესხებია. 

ზარალი ბანკს  ახალი ბრენდის რე/ბანკის გაშვებიდან მოყვება და ამ მიმართულებით ინვესტირებას ყაზახური ჯგუფი აგრძელებს. 

 

01.05.2022 (₾

  01.05.2021 (₾

აქტივები

495,496,000

457.353.000

სესხები

325,519,000

323,888.000

დეპოზიტები

255,054,000

207,700. 000

ზარალი

-2,689,000

    1.763.000

წყარო: კომერციული ბანკი

ამ დროისთვის აზერბაიჯანული კაპიტალის ბანკის დირექტორთა საბჭოს, გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ შურღაიასთან ერთად წარმოადგენენ  გიორგი ჩანადირი, ლევან ალადაშვილი (რისკები) და სელიმ ბერენტი. სამეთვალყურეო საბჭოს: ფარიდ და შაჰინ  მამადოვები, ჯალალ გასიმოვი, ებრუ ოღან კნოტნერუსი (თურქეთი), გიორგი ღლონტი (საქართველო წარსულში ლიბერთის და ტერაბანკის მენეჯერი)

აქციონერები, (>5%-ის ფლობით):

არიფ პაშაევი

19,5%

არზუ ალიევა

34,9%

ლეილა ალიევა

34,9%

მირ ჯამალ პაშაევი

10,7%

Businesspartner