ფინანსები
01/02/2022

პაშა ბანკს ნეგატიური უკუგება აქვს

კაპიტალზე და აქტივებზე უკუგების ნეგატიური მაჩვენებლით ბაზარზე მოქმედი 14-დან 1 ბანკი რჩება. აზერბაიჯანული პაშა ბანკი რე/ბანკში ჩადებულ ინვესტიციას ჯერ კიდევ ვერ იბრუნებს (პაშა ბაზარზე 2 ბრენდით არის წარმოდგენილი).

ბანკს კაპიტალზე ზარალიანობა აქვს -8,4% (2020 – -27%), რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის აქციონერი/ინვესტორი ყოველ 100 ლარის კაპიტალზე 8 ლარს აგებს. აქტივებზე უკუგება (ROA) კი -1.4%-ია (2020 -4.8%).

2020-ის გაზაფხულზე ბანკმა 317 მლნ ლარის პორტფელზე 20 მლნ-მდე რეზერვი შექმნა (პამდემიაში სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის სებ-მა სექტორს სარეზერვო ბუფერი დააკისრა). 01.01.2022-ის მდგომაროებით, სრულად ჯერაც არ გამოურეზერვებია. 307 მლნ ლარის პორტფელზე 20.6 მლნ ლარი აქვს დარეზერვებული. ბანკს გაზრდილი აქვს "სტაფის" ხარჯი, რომელიც არასაპროცენტო ხარჯში გადის, რომელიც კადრების ანაზღაირებასთან ერთად,  ინვენტარის და საექსპლუატაციო  ხარჯებს კრებს და 28.4 მლნ ლარს აღემატება, ბანკის შემოსავალზე 5 მლნ-ით მეტია.

01.01.2022 (₾/%)

აქტივები

438,734.000

სააქციო კაპიტალი

69,864.000

საზედამხ. კაპიტალი

88,849.000

ROA

-1.38%

ROE

-8.37%

Non%cost**

123%

Fund cost*

48%

წყარო: სებ-ი და ბანკი 

** არასაპროცენტო ხარჯი/შემოსავალთან

 *დეპოზიტებზე გადახდილი პროცენტები/შემოსავალთან

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023