ფინანსები
16/10/2023

პაშა ბანკმა ტოპ ქარდის შესატანი გაზარდა

პაშა ბანკმა საკრედიტო პირობების ცვლილებაზე განაცხადა. რე/ბანკის 4 წლიანი ბარათის მინიმალური შესატანი, რომელიც 4-წლიან პერიოდზე ანგარიშდებოდა, ოქტომბრიდან 3 წელზე გადათვლით ანგარიშდება, რამაც ყოველთვიური სასესხო ტვირთი 17%-ით გაზარდა.

მაგ: თუ ₾3 500 ლიმიტიან ტოპ ქარდზე, მსესხებელი, თვეში ფიქსირებულ 137 ლარს იხდიდა, ოქტომბრიდან 160 ლარზე მეტის გადახდა უწევს.

ბანკში განაცხადეს, რომ ბარათის პირობების ცვლილება შარშან ამოქმედებულ რეგულაციას უკავშირდება, რომელმაც სამომხმარებლო სესხის ვადა 4-დან 3 წლამდე დაამოკლა.

იმ დროიდან მოყოლებული მომხმარებელმა იცოდა, რომ საკრედიტო ბარათი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის ვადაც შენარჩუნდა.

და ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ცვლილების ამოქმედება იმ დროს, როცა ბაზარი სამომხმარებლო სესხის ვადის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ელოდება.

რეგულაციების შემსუბუქება და ეკონომიკისთვის დამატებით მუხტები, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა (ფსკ) ოთხშაბათის სხდომაზე უნდა განიხილოს.

საკრედიტო ბარათი ტოპ ქარდი არის რე/ბანკის შეთავაზება. რე/ბანკი კი „პაშა ბანკის“ ბრენდია, რომლითაც საცალო ბაზარზეა წარმოდგენილი.

ბანკი, აზერბაიჯანული კაპიტალით, სულ,  4 სერვის ცენტრით ოპერირებს. მ.შ. სამია რე/ბანკის, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დედაქალაქის ცენტრალური ფილიალი (ზაარბრიუკენის მოედანზე) იურიდიულ პირებს ემსახურება.

01.10.2023 -ის მდგომაროებით, „პაშა ბანკის“ საბაზრო წილი, აქტივებით, 0.71%-ია. საცალო  და კორპორაციული დაკრედიტების ბაზარზე კი 0.67%-იან წილით არის წარმოდგენილი.

ამ დროისთვის ბანკში რეორგანიზაციაა. სექტემბერში ბანკი გენარალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ დატოვა, რომელსაც რამინ იმანოვი ცვლის. თუმცა ჯერ დამტკიცებული არ არის. სებ-ის დასტურს ელოდებიან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022