"პაშა ბანკმა" დაკრედიტება 16%-ით გაზარდა
"პაშა ბანკმა" ივნისში კაპიტალზე ზარალიანობა შეიმცირა, თუმცა, უკუგების კოეფიციენტები, 2022 წლის I ნახევრის დასასრულს (H1/2022) კვლავ უარყოფითი რჩება. ROE -7.98% (L/m _-10.22%) ROA -1.4% (L/m _ -1.7%). ბანკის აქციონერი/ინვესტორი ყოველ 100 ლარის კაპიტალზე 10 ლარს თუ აგებდა, უკვე 8 ლარამდე შეამცირა.
2020-ის გაზაფხულზე ბანკმა 317 მლნ ლარის პორტფელზე 20 მლნ-მდე რეზერვი შექმნა (სებ-მა დააკისრა სექტორს), ამ დროისთვის გამორეზერებული აქვს და 333.2 მლნ ლარის პორტფელზე 20.1 მლნ -ის რეზერვი აქვს. სასესხო პორტფელის მიხედვით ბანკის წილი 0.8%-ია. დაკრედიტების წლიური ზრდა 15.7%-ია.
ბანკი, აზერბაიჯანული კაპიტალით, საქართველოში 2 ბრენდით (პაშა, რებანკი) არის წარმოდგენილი.
H1.2022 / H1/2021 (₾/%)
აქტივები |
457,421 |
413 542 000 |
სესხები |
333,193 |
288 146 000 |
დეპოზოტები |
215,428 |
182 761 000 |
წილი აქტივების მიხ |
0.71% |
0,74% |
წილი სესხები მიხ |
0.8% |
|
Non%cost** |
117% |
|
Fund cost* |
40% |
|
წყარო: ცენტრალური და კომერციული ბანკი
** არასაპროცენტო ხარჯი/შემოსავალთან
*დეპოზიტებზე გადახდილი პროცენტები/შემოსავალთან