"პაშა ბანკი" მომხმარებელს სესხის რეფინანსირებისას შეღავათიან პირობებს სთავაზობს
„პაშა ბანკმა“ რეფინანსირების სესხი გამოიტანა, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით და სხვა ბანკების მომხმარებელს გადმოპორტირებას სთავაზობს. მინიმალური განაკვეთი 15.5%-დან განისაზღვრება. ამ დროისთვის სამომხარებლო ბაზარზე სესხები 14.95% -დან გაიცემა.
"პაშა ბანკის" მსესხებელს 3 თვეში გადაუხდელი ძირი და პროცენტი დანარჩენ თვეებზე გადაუნაწილდება.
არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი 4 წლამდე ვადით გაიცემა. შეღავათი გაცემის 2% -იან საკომისიოს არ ამცირებს.
აზერბაიჯანული პაშა ბანკი 323 მლნ ლარის სასესხო პორტფელით, 0.75% -იანი წილით მე-10 პოზიციაზეა. სესხებიდან შემოსავალი (4.65 მლნ) პორტფელთან 1.4%-ია.
01.03.2022 (₾ |
|
აქტივები |
508,613 |
სესხები |
323,238 |
დეპოზიტები |
221,266 |
ზარალი |
(508,613) |
68 მლნ ლარის სააქციო კაპიტალით ბანკი ბოლოდან მესამე ადგილზეა (საზედამხედველო კაპიტალი - 87.6 მლნ) , ახლახანს მენეჯმენტმა აქციების ემისიით (1 აქცია =1 ლარი) კაპიტალის გაზრდაზე განაცხადა. ბანკის ნებადართული კაპიტალი 103 მლნ-დან 129 მლნ ლარამდე იზრდება
ამ დროისთვის აზერბაიჯანული კაპიტალის ბანკის დირექტორთა საბჭოს, გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ შურღაიასთან ერთად წარმოადგენენ გიორგი ჩანადირი, ლევან ალადაშვილი (რისკები) და სელიმ ბერენტი.
სამეთვალყურეო საბჭოს: ფარიდ მამადოვი (თავმჯდომარე), ჯალალ გასიმოვი, ებრუ ოღან კნოტნერუსი (თურქეთი), გიორგი ღლონტი (წარსულში ლიბერთის და ტერაბანკის მენეჯერი) და შაჰინ მამადოვი.
ბანკის ბენეფიციარები, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენაქციების 5%–ს ან მეტს წილის მითითებით |
|
არიფ პაშაევი |
19,49% |
არზუ ალიევა |
34,91% |
ლეილა ალიევა |
34,91% |
მირ ჯამალ პაშაევი |
10,69% |