ფინანსები
14/06/2022

"პაშა ბანკი" მომხმარებელს მობაილბანკის განახლებულ ვერსიას შესთავაზებს

ძალიან მალე ნახავთ რა მაგარი ბანკი იქნება, - პაშა ბანკის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია მობაილბანკის განახლებაზე აცხადებს და დარწმუნებულია, რომ მომხმარებელი აღფრთოვანდება.

ამასთან შურღაიამ გამორიცხა გავრცელებულ ვერსია, თითქოს ბანკმა კაპიტალი 26 მილიონით იმიტომ გაზარდა, რომ სებ-ის საზედამხედველო ნორმა შეესრულებინა.

პაშა ბანკი უკვე მე-3 წელია კაპიტალზე და აქტივებზე უკუგების ნეგატიურ მაჩვენებლებს ვერ აპლუსებს. რე/ბანკში ჩადებულ ინვესტიციას ჯერ კიდევ ვერ იბრუნებს (პაშა ბაზარზე 2 ბრენდით არის წარმოდგენილი პაშა ბანკით და რე/ბანკით).

ნიკოლოზ შურღაია აცხადებს, რომ საინვესტიციო კამპანია უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უნდა შეფასდეს, 2-3 წელში.

ბანკს კაპიტალზე ზარალიანობა აქვს -10,2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის აქციონერი/ინვესტორი ყოველ 100 ლარის კაპიტალზე 10 ლარს აგებს. აქტივებზე უკუგება (ROA) კი -1.7% -ია.

2020-ის გაზაფხულზე ბანკმა 317 მლნ ლარის პორტფელზე 20 მლნ-მდე რეზერვი შექმნა (პამდემიაში სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის სებ-მა სექტორს სარეზერვო ბუფერი დააკისრა). 01.05.2022 -ის მდგომაროებით, 20.3 მლნ ლარი აქვს ჯერ კიდევ დარეზერვებული, 325.5 მლნ ლარის პორტფელზე.

ბანკს გაზრდილი აქვს სტაფის ხარჯი, რომელიც არასაპროცენტო ხარჯში გადის, რომელიც კადრების ანაზღაურებასთან ერთად,  ინვენტარის და საექსპლუატაციო ხარჯებს კრებს და 11 მლნ ლარს აღემატება, ბანკის შემოსავალზე 5 მლნ-ით მეტია.

 

01.05.2022 / 01.01.2022 (₾/%)

აქტივები

495,496

438,734.000

სააქციო კაპიტალი

93,176

69,864.000

საზედამხ. კაპიტალი

112,161

88,849.000

ROA

-1.71%

-1.38%

ROE

-10.22%

-8.37%

Non%cost**

163%

123%

Fund cost*

  56%

48%

წყარო: ცენტრალური და კობანკი 

** არასაპროცენტო ხარჯი/შემოსავალთან

 *დეპოზიტებზე გადახდილი პროცენტები/შემოსავალთან 

 

Businesspartner