ფინანსები
05/04/2022

პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNFPA-ს და ლიბერთი ბანკის ინიციატივა

ლიბერთის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და იმ საბანკო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას , რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

ამჯერად შეხვედრა ქედაში გაიმართა და ქედის მუნიციპალიტში მცხოვრები ის ქალები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართული არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD III)“ შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

"ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს. ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“, არაერთ სიახლესთან ერთად, ქალების მუდმივ მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მათთვის მარტივი მომსახურების შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა“ - ხათუნა ჭელიძე, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023