ფინანსები
27/01/2021

პაპუნა ლეჟავა: საბანკო სექტორისთვის 2021 მარტივი წელი არ იქნება

ეროვნული ბანკი საბანო სექტორის სრულ აღდგენას მიმდინარე წლის ბოლომდე არ ელის. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, კომერციული ბანკებისთვის წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება.

„2021-ის მეორე ნახევრიდან გარკვეულ აღდგენას ვვარაუდობთ, თუმცა სრულ აღდგენას წელს ნამდვილად არ ველოდებით. გვაქვს მოლოდინი, რომ საბანკო სექტორისთვის 2021 უკეთესი წელი იქნება, ვიდრე 2020 იყო. რაც შეეხება მიმდინარე წლის გამოწვევევებს, რა თქმა უნდა, რთული წელი იქნება. პანდემია არსად წასულა. ეკონომიკაში გვაქვს შეზღუდვები, ტურიზმის - საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალის შემოსავლები განულებულია. შესაბამისად, 2021 მარტივი არ იქნება. კარგია, რომ საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა კრიზისს, ის რეზერვები რაც შეიქმნა ჯერ კიდევ მარტში, საკმარისი უნდა იყოს მოსალოდნელი დანაკარგებისთვის რაც საქართველოს საბანკო სექტორმა შესაძლოა მიიღოს,“-აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

მისივე განმარტებით, უმოქმედო სესხების ზრდა მოსალოდნელია. წინასწარი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაიზრდება.

„თუმცა, როგორც იცით, საბანკო სექტორში რისკების წინასწარ ასახვა ხდება. იქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვი და არავინ ელოდება რისკების მატერიალიზებას. ჩვენ დღესაც ვრჩებით იმ პროგნოზზე, რომ ათ პროცენტს მიღწევს უმოქმედო სესხების დონე და შემდეგ დაიწყებს კლებას, თუმცა ეს დამატებით კაპიტალის საჭიროებას და რეზერვების გატარებას არ განაპირბებს,“ - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022