ფინანსები
09/12/2022

პაპუნა ლეჟავა: მე უფრო ვიღელვებდი დაბალ განაკვეთებზე

საბანკო სექტორს „კრიზისისთვის“ სებ-ი კაპიტალის ბუფერებით ამზადებს. ფინანსთა სამინისტროს მზადებაში კი ნაკლებად ერევა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბიზნესპარტნიორს უთხრა, რომ მთავრობის გაცხადებული ფინანსური კონსოლიდაცია, რომელი სექტორის ხარჯზეა დაგეგმილი, სებ-ს ნაკლებად აინტერესებს. ეს ფისკალური პოლიტიკის ნაწილია. სებ-ს მხოლოდ აინტერესებს მაკროეკონომიკური ჯამური ეფექტი. ფისკალური დეფიციტის შემცირება კი თავისთავად პოზიტიურია.

სებ-ი გადასახადის გაზრდას, მე-2 მხრიდანაც აფასებს, რამდენად ექნება მატერიალური გავლენა საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე. რასაც არ ელის, სექტორის მაღალი ლიკვიდობის და მომგებიანობის გათვალისწინებით.

თუმცა მოგების გადასახადის 5%-იანი მატება +0.15%-ით აისახება საპროცენტო მარჟაზე, რის შემცირებასაც წინა პერიოდში სექტორი ახერხებდა, ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე (რადგან  ნაკლები ფიქსირებული ხარჯები ჰქონდა).

სულ, 2 არხია: მარჟის გაზრდა ან მოგების შემცირება. პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ +5% საიდანღაც უნდა დაფინანსდეს: საბანკო სექტორის მოგების შემცირებიდან, ან, მოგების შენარჩუნების შემთხვევაში, სესხებსა და დეპოზიტებს შორის საპროცენტოს მარჟის ცვლილებიდან, მარჟას კი როგორც იცით,  სასესხო განაკვეთების გაზრდა ზრდის.

ბანკები სამომხმარებლო სესხებით და საპროცენტო განაკვეთით**

 

 

 

 

 

საქართველოს ბანკი

2.9 მლრდ

19.4%

თიბისი ბანკი              

2.2 მლრდ

21.0%

ლიბერთი ბანკი

890 მლნ

31.5%

კრედო

765 მლნ

34.1%

ბაზისბანკი

206 მლნ

წყარო: ბანკები

** Q3/2022-ში გაცემულ სესხებზე ეფექტური საშ. შეწონილი განაკვეთი

ბაზისბანკს ანგარიშგებაში არ აქვს მითითებული

„უფრო ვიღელვებდი დაბალ განაკვეთებს, რაც იყო 2 კვარტლის წინ ევროპაში“, - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა "ბიზნესპარტნიორის" თანაწამყვანის (მიხეილ ჭკუასელი) კითხვის საპასუხოდ, დაკრედიტების შენელებით გამოწვეულ შესაძლო რისკებზე, საგადასახადო და სებ-ის რეგულაციები ხომ არ მოაქცევს ეკონომიკას წნეხში.

პაპუნა ლეჟავას თქმით, გამკაცებული მონეტარული პოლიტიკის შერბილების სივრცე დიდია. დაკრედიტების ზრდის ტემპი მდგრად დონეს თუ ჩაცდა, სებ-ი მპ-ს შეარბილებით დააბრუნებს. დონემდე რეფინანსირების განაკვეთის დაწევით აწევს. (მდგრადად მიიჩნევა ტემპი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას  უზრუნველყოფს. და რადგან ინფლაცია 10%-ია სებ-ის ღუზაც ეს იქნება).

მისივე განცხადებით, სესხების ზრდის ტემპი, რასაც სებ-ი კურსის ეფექტის გამორიცხვით ითვლის, 13-14%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი (ოქტომბერში იყო 13.8%).

სებ-ი მარტიდან კონტრციკლური ნეიტრალური ბუფერის  ამოქმედებას გეგმავს, რომელიც ომის კრიზისამდე ჭარბი დაკრედიტების მაკორექტირებლად გამოიყენებოდა. მაგრამ ახლა  მიიჩნევა, ოპტიმალურად, შოკების შთანთქმის უნარით, საფინანსო სექტორის საფრთხეების პრეცენციისთვის (საფრთხე მომდინაროებს სებ-ის დაშვებით, რომ მიილევა მიგრაციის ეფექტი, რაც ბოლო თვეებში ეკოენომიკის ზრდა ახალისებს და ლარს აკავებს).

კონტრციკლურამდე ამოქმედდება CRA ბუფერი, რომელიც ასევე  კაპიტალის ბუფერია და უკავშირდება ანგარიშგების IFRS-ზე გადასვლას, რომელიც gaap-ზე (სებ-ის მეთოდოლოგია) ლიბერალურია და ზედამხედველობაში კონსერვატიული მიდგომის შესანარჩუნებლად საჭიროებს კორექციას. სებ-ის მიზანია ბანკებმა მთელი კაპიტალი „დივიდენდებში არ გაანიაონ“. თუმცა მიაჩნია, რომ  სექტორი 20%-იან მომგებიანობაზე გავა, კაპიტალის მეტობით მოთხოვნის მიუხედავად, დივიდენდები გაიცემა  და შესაბამისად  ინვესტორებიც კმაყოფილები იქნებიან.

 

Businesspartner