ფინანსები
20/09/2023

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, პაპუნა ლეჟავას წასვლას ადასტურებს.

„პაპუნა ლეჟავამ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მამცნო რომ დაწერა განცხადება გადაადგომაზე. ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ძალიან კარგი პროფესიონალია და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ეროვნულ ბანკში.

იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა პიროვნებას, ყოფილ თუ მოქმედ კოლეგას ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ჰქონდეს თავისი შედეხულებები. თუმცა ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნული ბანკის კონსტიტუციური უფლების აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს,"-განაცხადა თურნავამ. 

მანამდე, პაპუნა ლეჟავამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირბეით ინფორმაცია  „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა. 

21 ნოემბრიდან საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ამასთან, პაპუნა ლეჟავა ეროვნულ ბანკში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.