პანდემიურ წელს სებ-მა $873 მლნ-იანი ინტერვენცია განახორციელა
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი 2020 წელს დაპირებისამებრ სავალუტო ბაზარზე აქტიურად იყო წარმოდგენილი.
პანდემიურ წელს სულ ეროვნულმა ბანკმა პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს დაახლოებით $873 მლნ დოლარი მიაწოდა.
სებ-მა უკვე განაცხადა, რომ საფინანსო ბაზრისთვის ვალუტის მიწოდებას 2021 წლის პირველ ნახევარშიც განაგრძობს. სავალუტო აუქციონებით და Bmatch პლატფორმით. სხვათა შორის, ახალ Bmatch პლატფორმაზე გასულ წელს სებ-მა $50 მლნ-მდე ივაჭრა.
"გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს", - მუდმივად აცხადებდა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.