ფინანსები
23/12/2020

პანდემიის მიუხედავად ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა არ გაზრდილა

პანდემიის მიუხედავად ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა  არ გაზრდილა, - კრედიტინფომ პრობლემური სესხების შესახებ ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ირკვევა, რომ წლის დასაწყისიდან საფინანსო სექტორში აქტიური მსესხებლების რაოდენობა 81 ათაზე მეტით გაიზარდა.

სესხით  1,8 მლნ-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს  და ჯამში 27 მლრდ ლარის აქტიური სესხია გაცემული, რომელიც წლის დასაწყისიდან 3,5 მლრდ-ით არის გაზრდილი, თუმცა მათგან 30 დღიან ვადაგადაცილებაში სულ 28 640 ადამიანია, მათ შორის სიაში  ახლად გადასული 18 ათასი მსესხებელია. 3 წლიან ვადაგადაცილებაში კი, ჯამში 276 129 მსესხებელია.