პანდემიის მე-3 ტალღის მოლოდინში ბანკები რეზერვებს ზრდიან
პანდემიის მე-3 ტალღის მოლოდინში ბანკები რეზერვებს ზრდიან. 1-ელი ნოემბრისთვის სექტორს დანაკარგების რეზერვების 2.4 მლრდ ლარიანი ბუფერი აქვს.
როგორც იცით, პანდემიის პირველი ტალღის საპასუხოდ, მარეგულირებელმა ბანკებს მილიარდიანი ბუფერის შექმნა დაავალდებულა, რაც სექტორმა სტანდარტული რეგულაციით დარეზერვებულს დაამატა (სტანდარტულად ბანკი საყურადღებო, ვადაგადაცილებულ და პრობლემურ სესხზე შესაბამისი კოეფიციენტით 100%-მდე არეზერვებს).
სებ-ის ინფორმაციით, გაზაფხულზე შექმნილი სარეზერვო მოცულობა ამ ზამთარს არ გადაიხედება. საკმარისი იქნება თუ გასაზრდელი, 2021 წლის I კვარტლის ბოლოს შეფასდება.
პორტფელთან მიმართებაში ყველაზე მეტი ბანკ "ქართუს" აქვს დარეზერვებული
სესხების და რეზერვების მოცულობა, 01.11.2020-ის მდგომაროებით ბანკების მიხედვით (000 ₾)
ბანკი |
პორტფელი
|
რეზერვი
|
თიბისი |
14,161,079 |
-919,237 |
საქართველოს ბანკი |
12,695,376 |
-778,417 |
ლიბერთი ბანკი |
1,542,586 |
-126,294 |
ვითიბი ბანკი |
1,387,656 |
-116,228 |
პროკრედიტ ბანკი |
1,319,625 |
-73,147 |
ბაზისბანკი |
1,031,291 |
-62,797 |
ბანკი ქართუ |
1,050,798 |
-175,704 |
წყარო:კომერციული ბანკები