ფინანსები
05/03/2021

პაატა ღაძაძე: ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები

ქვეყანაში, როდესაც ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკაა, საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ ხვდები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა.

„მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულად ცუდი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ცეცხლის ჩამქრობ ვითარებაში ყოფნა და  მართვა აღარ არის ადეკვატური, აღარ მუშაობს. დღეს მუშაობს სისტემური მიდგომა, წინასწარი ლოჯისტიკური მომზადება, არამარტო საკონტრაქტო გარიგებებთან დაკავშირებით, არამედ რა არის პრიორიტეტები.

მზადება მეორე და მესამე ტალღაზე აღარ არის, თითქოს ისეთი განწყობაა, რომ ყველაფერი დასრულდა და არც არაფერი შეიცვლება. ეს განწყობა არ შეესაბამება თანამედროვე მიდგომებს, რადგან უკვე მოდის სისტემური და პრევენციული ღონისძიებები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი. უფრო მეტად, ეს არის გასააზრებელი, ვიდრე ერთჯერადად საწოლფონდის შევსება, სასტუმროებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ასეთი ცეცხლის მქრობ სიტუაციაში ყოფნა. საინვესტიციო გარემოზე სწორედ მოქმედებს ასეთი ქმედებები, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება პრევენციული და პრიორიტეტებზე ფოკუსირებული ღონისძიებები,“ - აცხადებს ღაძაძე.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023