ფინანსები
28/02/2022

პაატა ბაირახტარი: რუსეთის სავალუტო ბაზარზე კოლაფსია

ანალიტიკოსი  პაატა ბაირახტარი რუბლის ისტერიული გაუფასურების მთავარ მიზეზებზე საუბრობს.
 
"რუბლი სწრაფად უფასურდება არაერთი საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებაც გამოითქვა, რუბლის სწრაფი გაუფასურების მიზეზად. თუმცა, ერთი და ალბათ უმთავრესიც ყველას გამორჩა. დასავლეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები გაყინა, რომელიც 640 მლრდ აღემატებოდა.
 
 ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს სავალუტო ინტერვენციების საშუალება მნიშვნელოვნად შეეზღუდა რაც სასიცოცხლოდ საჭიროა ახლა რუსეთის ეროვნული ვალუტისთვის. მით უფრო როდესაც, სხვა არხებითაც მნიშვნელოვნად შემცირებული აქვს რუსეთს, უცხოურ ვალუტაზე წვდომა.
 
 სწორედ ეს გახდა რუსეთის სავალუტო ბაზარზე, აჟიოტაჟური მოთხოვნის მთავარი მიზეზი, რასაც ერთბაშად 27%-ით რუბლის დაცემა მოჰყვა.
 
 სწორედ ამან აიძულა რუსეთის ცენტრალური ბანკი, ერთბაშად 11.5%-ით გამკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთები 20%-მდე აეწია (რაც უპრეცენდენტოა მსოფლიოს მასშტაბითაც).
 
პ.ს. რაც რუსეთის სავალუტო ბაზარზე ხდება ამ სიტუაციას აჟიოტაჟი არ შეეფერება ეს უფრო კოლაფსია,"- წერს ბაირახტარი Fb-ის საკუთარ გვერდზე. 
 
BBC-ის ინფორმაციით,რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა.რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT--ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.