ფინანსები
29/03/2023

ოთარ ნადარაია: ინფლაცია წელში მოტეხილია, ფასები აღარ იზრდება

ინფლაციას შემცირების ტენდენცია დაწყებული აქვს და ივნისში ან ივლისში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად, წლიური ინფლაცია მაღალია და წინა წლის თებერვალთან შედარებით 8.1%-ია, თვე-თვესთან შედარებით თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ინფლაცია უკვე მოტეხილია წელში, აღარ იზრდება ფასები.

რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზეა, რადგან საერთაშორისო სასაქონლო ფასები დაეცა. ასევე, მყარი ლარიც ბუნებრივია, თავის როლს ასრულებს. ეს პროცესი გაგრძელდება და იმპორტისა და ფასების შემცირების კუთხით კიდევ არის დარჩენილი შემცირების შესაძლებლობა“ - აცხადებს ნადარაია „ბიზნესპარტნირთან“.

მისივე თქმით, რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალია, რაც ინფლაციის სწრაფად შემცირებას აფერხებს.

„რაც შეეხება ადგილბრივ კომპონენტს - მომსახურების და ბინის ქირის კუთხით, ინფლაციის შემცირებას უფრო მეტი დრო სჭირდება, რადგან ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია და მოთხოვნა - ძლიერი. მიუხედავად ამისა, რასაც ვხედავთ, დისინფლაციის პროცესი იმპორტის კატეგორიაში აშკარაა. ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება სხვა კომპონენტებს, თუმცა, ვერ ვიტყოდი რომ დრამატული ზრდაა სხვა კომპონენტებში. ჯამურად, აუცილებლად შემცირდება ინფლაცია. ვფიქრობთ, რომ ივნისში ან ივლისში არსებული 8.1% დაუბრუნდება მიზნობრივ ანუ 3%-იან მაჩვენებელს“ - აცხადებს ოთარ ნადარაია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023