ფინანსები
27/12/2021

ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

სესხებზე ბანკებში მოთხოვნა შემცირებულია, ძირითადად სავალუტო სესხების შემცირების ხარჯზე.

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორში ნოემბერში გაცემული სესხების მოცულობა 291.93 მლნ ლარით არის შემცირებული, ოქტომბერთან შედარებით. 1-ლი დეკემბრისათვის სასესხო პორტფელი 41.40 მლრდ ლარია. 

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 279.90 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 571.83 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 13.08 მლრდ ლარის სესხი.

2021 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.40%-ით, ანუ 83.58 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და 1-ლი დეკემბრისათვის 20.88 მლრდ ლარი შეადგინა.

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.43% შეადგინა, 2021 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.02%-ული პუნქტით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022