ფინანსები
04/12/2020

ნოემბერში იპოთეკური სესხების გაცემა 27%-ით შემცირდა

ნოემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში წლიური 27%-იანი კლება დაფიქსირდა.თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით,აღნიშნული სურათი, გაცვლითი კურსის ვოლატილობით,ვირუსის შემთხვევების მატებით, გამკაცრებული შეზღუდვებით და 2019 წლის ნოემბერში მაღალი საბაზისო ეფექტით აიხსნება.

6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კვლავ წინა კვირის ნიშნულზეა და 34.3$-ს შეადგენს. 

26 ნოემბრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზეა და -11% შეადგინა.