ფინანსები
27/07/2020

ნიკოლოზ შურღაია: Yelo Bank-ის კლიენტებს მალე ახალ შესაძლებლობებს შევთავაზებთ

თიბისის შვილობილი Yelo Bank-ის აქციონერებმა ბანკის კაპიტალი 30 მლნ მანათით (დაახლოებით 17.65 მლნ დოლარით) გაზარდეს.

„ეს საკმარისზე მეტი რესურსია ბანკის წამგებიანობის დასაფარად და სამომავალო განვითარებისთვის. ჩვენი გუნდი მუშაობს მაღალი ტემპებით კლიენტების ერთგულად მომსახურებისა და ბანკის ტრანსფორმაციითვის ახალი ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით. წლის მესამე კვარტალში ჩვენი კლიენტები მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის შევთავაზებთ ციფრულ პროდუქტებსა და ახალ ფილიალებს,“ - განაცხადა Trend-თან Yelo Bank-ის CEO-მ ნიკოლოზ შურღაიამ.

პანდემიის ფონზე, ბანკმა წლის პირველი ნახევარი 4.3 მლნ-იანი ზარალით დაასრულა.

2019 წელი Yelo Bank-მა 1.5 მლნ-იანი მოგებით დაასრულა. ბანკი მოგებაზე გასვლას 2020 წლისთვისაც გეგმავდა, თუმცა პანდემიამ გეგმების კორექტირებისკენ უბიძგა. “ვფიქრობთ, წლის ბოლოს მოგებით დავასრულებთ და თუ მოგებაზე წლის ბოლოსთვისაც ვერ გავალთ, მაშინ 2021 წელს აუცილებლად”, – აცხადებდა ჯერ კიდევ აპრილში აზერბაიჯანულ მედიასთან შურღაია.

Businesspartner