ფინანსები
08/10/2020

ნიკოლოზ გაგუა: კაპიტალის ბაზარზე პრობლემა არა ინვესტორთა, არამედ ემიტენტების სიმცირეა

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პრობლემაა არა ინვესტორთა, არამედ ემიტენტების სიმცირე - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ამ კუთხით ბოლო პერიოდში მთავრობის ფასიანი ქაღალდების მიმართ უცხოელი ინვესტორების დაინტერესების ზრდაზე აღნიშნა.

ნიკოლოზ გაგუა მიიჩნევს, რომ აუცილებელია, როგორც თავის დროზე სხვა ქვეყნებში, კაპიტალის ბაზრის სტიმული მოხდეს, გარკვეულმა ღონიძიებებმა ბაზრის ამუშავება უნდა უზრუნველყოს, რაც ბაზრის ლიკვიდობას გაზრდის.

აღსანიშნავია, ბოლო პერიოდში გაიზარდა არარეზიდენტი ინვესტორების დაინტერესება სახაზინო ქაღალდების ბაზრით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინვესტორების აქტიურობა გამოიხატება მათ მიერ პირველად და მეორად ბაზარზე ჩართულობაში, რომლის შედეგად მათ მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელი 2019 განმავლობაში 6.3-ჯერ გაიზარდა და 378.3 მლნ ლარი შეადგინა.

მთლიანობაში, მთავრობის ვალის მართვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაა.

ბაზრის განვითარებისთვის მთავრობა მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროსა და ინვესტორებს შორის უნდა გაჩნდნენ  შუამავლები (დილერები), რათა გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა, გააქტიურდეს მეორადი ბაზარი.

ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო,  ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, იწყებს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ამუშავებას.

პირველად დილერებს ექნებათ შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის. ასევე, იზრუნებენ ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციაზე და მეორადი ბაზრის ლიკვიდურობის ზრდაზე ფასების რეგულარული განახლებით, შესაბამისი სავაჭრო და საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023