ფინანსები
22/02/2021

ნეგატიური კვირა ქართული კომპანიებისთვის - ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობა "წითელ ზონაში" დასრულდა

ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების კვირის ვაჭრობა „წითელ ზონაში“ დასრულდა.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 11.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 5.4%-ით დაბალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 185.4 ათას აქციას გაუტოლდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 128.6 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 11.14 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (-2.6% კვ/კვ) შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 5.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-2.3% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 133.9 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება კომპანიების კაპიტალიზაციას: თიბისის კაპიტალიზაცია 632 მლნ ფუნტია, საქართველოს ბანკის 548 მლნ, ხოლო საქართველოს კაპტალის - 247 მლნ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022