ნადარაია იპოთეკის რეგულაციაზე: რისკს და შესაძლებლობებს მულტისავალუტო დაკრედიტება დაარეგულირებს
ბაზრის და მსესხებლის დაცვისთვის, სავალუტო იპოთეკის მოთოკვის გადაწყვეტილება ბაზარს ოპტიმალურად არ მიაჩნია. როგორც იცით, ზედამხედველმა სავალუტო იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 5 წლით, 10 წლამდე დაამოკლა და 1-ლი იანვრიდან ამოქმდდება.
სებ-ის ყოფილი ზედამხედველი, თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ მთავარია რისკის და შესაძლებლობებს შორის ბალანსი, რასაც სებ-ის გადაწყვეტილება არ ემსახურება: კურსის მხრიდან წნეხიც გასათვალისწინებელია, სავალუტო მსესხებლებისთვის, ასევე შიდა განვადება. რისკს და შესაძლებლობებს დააბალანსებს მხოლოდ მულტისავალუტო დაკრედიტება თუ მსესხებელს შემოსავალი აქვს დოლარში ან ევროში შესაბამის ვალუტაში კრედიტზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი და არ უნდა უწევდეს არჩევანი 10 წლიან სავალუტო იპოთეკასა და 15 წლიან ლარის იპოთეკას შორის.
სებ-ის პრეზიდენტმა იპოთეკის ვადის დამოკლება რამდენიმე ფაქტორით ახსნა, მათ შორის ერთი გლობალურია, რომ საერთაშორისო ბაზარზე სასესხო განაკვეთები მინიმალურია და კანონზომიერად მოყვება განაკვეთების აწევა.
კობა გვენეტაძის მე-2 არგუმენტია სავალუტო მსესხებლის დაზღვევა, რომელთა უმეტესობა არაჰეჯირებულია. თუ იპოთეკა "დამოკლევადიანდება" გაჩნდება რესტრუქტურიზაციის ლუფტი - გაპრობლობლემების შემთხვევაში დაგრძელების შესაძლებლობა. სებ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სავალუტო იპოთეკის 10 %-მდე (Y.Y) ზრდა უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას დაემუქრება.
ვადის დამოკლება დააჩქარებს ამორტიზაციას და საკრედიტო რისკებს შეამცირებს. სებ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ სავალუტო იპოთეკურ სესხებში, რომ გაფუჭების წილი უფრო მაღალია ვიდრე ლარში, რესტრუქტურიზება ევროს იპოთეკის 30%-ს, აშშ დოლარის 20%-ს და ლარის მხოლოდ 7-8%-ს დასჭირდა.
სებ-ისვე სტატისტიკით, იპოთეკურ პორტფელში პრობლემური სესხების წილი ბოლო თვეებში შემცირებულია - სავალუტო პორტფელში უფრო ჩქარა ვიდრე ლარის სესხებში. აშშ დოლარში 5.6% -5.8%-ის ფარგლებშია. აპრილში კოეფიციენტი 9.6%-ს აღწევდა. ლარში ასეთი შთამბეჭდავი კლება არ არის. პრობლემური სესხების წილი 2.5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 4%)
ევროს პორტფელიც გაჯანსაღებულია. გაფუჭების წილი 5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 11%). აშშ დოლარში კი კოეფიციენტი პანდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება.
უმოქმედო სესხების წილი (%) /მოცულობა (₾) ვალუტის ჭრილში
|
₾ |
აშშ დოლარი |
ევრო |
01.11.2021 |
2,5% |
5,8% |
5,0% |
01.05.2021 |
4,0% |
9,6% |
10,8% |
01.11.2019 |
1,4% |
5,0% |
1,4% |
|
|
|
|
01.11.2021 |
95 590 478 |
154 305 560 |
98 222 372 |
01.05.2021 |
139 212 756 |
265 860 068 |
230 842 257 |
01.11.2019 |
29 526 905 |
144 597 351 |
17 737158 |
1 ნოემბრისთვის სულ, იპოთეკური სესხების მოცულობა 9 მლრდ ლარია (01.10.2021 - ₾8.8 მლრდ). 4.8 მლრდ ლარის უცხოურ ვალუტაში, 4.2 მლრდ ლარამდე ლარში.
10-15 წლიანი სავალუტო იპოთეკის წლიური ზრდა ბოლო საანგარიშო თვეში 3%პ-ით არის დაჩქარებული, ლარში კი 4%პ-ით შემცირებული.