მთავრობამ ბანკებისგან 90 მლნ ისესხა
მთავრობამ დამეტბით 90 მლნ-ის შიდა ვალი აიღო.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის 182-დღიანი ვადიანობის და 70 მლნ ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62,982 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.04%-ით, მაქსიმალური 8.13%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.088%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების აუქციონს, მასში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 173,48 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.1%-ით, მაქსიმალური 8.19%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.167%-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.25%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.