ფინანსები
24/11/2020
მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ლარი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის 5-წლიანი ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ შეადგინა 155,617 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.24%-ით, მაქსიმალური 8.28%-ით, საშუალო შეწონილი 8.265%-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.