ფინანსები
07/07/2020

მთავრობამ ბანკებისგან 70 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 132,01 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.2%-ით, მაქსიმალური 8.55%-ით, საშუალო შეწონილი 8.371%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Businesspartner