ფინანსები
08/12/2020
მთავრობამ ბანკებისგან ₾50 მილიონი ისესხა
მთავრობამ დამატებით 50 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო.
2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 117 577 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090 პროცენტით, მაქსიმალური 8.140 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.119 პროცენტით განისაზღვრა.